https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის მონიტორინგის ანგარიში

18:04; 1.04.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისათვის" საარჩევნო რეფორმის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება წარმოადგენს. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა, აუცილებელია ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ხდებოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა. საოლქო საარჩევნო კომისიების შესარჩევმა ბოლო მასშტაბურმა კონკურსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები, რაც მოქმედი წესის გადახედვის საჭიროებას ადასტურებს. 

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურის პროცესის ხარვეზები

2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია 13 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 5 წევრს ცესკო ირჩევს 5 წლის ვადით. ასეთი მუდმივმოქმედი წევრების რაოდენობა 380 შეადგენს. კონკურსის გამოცხადება გამოწვეული იყო 193 წევრისათვის 5 წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლით. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 4 იანვარს ცესკომ ცვლილებები შეიტანა „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულებაში", რომლითაც განისაზღვრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დააკვირდნენ საოლქო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. მოცემული ცვლილება ხელს უწყობს კონკურსის გამჭვირვალობას და დადებითად უნდა შეფასდეს. 

მიუხედავად ამისა, კონკურსს  სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები ახასიათებდა. მართალია, დებულების თანახმად, კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა, მაგრამ ამავე დებულების მე-8 მუხლით, გასაუბრების ჩატარება არ წარმოადგენს კონკურსის სავალდებულო ეტაპს და ცესკო კანდიდატთა დაუსწრებლად წყვეტს ყოველი კანდიდატის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ცესკოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება.

მოცემულ შემთხვევაში ცესკოს არ გამოუვლენია ინიციატივა კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარებისა, რაც მათი დიდი რაოდენობით (771 კანდიდატი) და დროის სიმცირით ახსნა. აქედან გამომდინარე, თუ ცესკომ ჩათვალა, რომ კენჭისყრის ეტაპზე გასული ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გაუგებარია, გასაუბრებისა და შეფასების კრიტერიუმების გარეშე, მხოლოდ წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, როგორ მიიღეს ცესკოს წევრებმა გადაწყვეტილება რომელი კანდიდატი იყო უკეთესი და რომლისთვის მიეცათ ხმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს სხდომაზე ხმის მიცემა ღიად მიმდინარეობდა და დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუფერხებლად დაკვირვებოდნენ ამ  პროცესს, ნათელი არ იყო, რატომ აძლევდნენ  ცესკოს წევრები ხმას ამათუიმ კანდიდატს. კითხვებს წარმოქმნის ის, თუ რანაირად მოახერხეს ცესკოს წევრებმა მხოლოდ საბუთების მიხედვით კონკურსანტთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასება. ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსის პროცესში, კერძოდ, კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მართებულობა, დახურული დარჩა საზოგადოებისთვის. მსგავსი წესით ჩატარებული კონკურსი თავისთავად ეჭვებს აჩენს მიღებული გადაწყვეტილებების სისწორის და სამართლიანობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ გასაუბრებისა და კანდიდატების შეფასების შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია კანდიდატის სრულყოფილად შეფასება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

არაპარტიული წევრები პარტიული წარსულით

ჩვენ მიერ დანიშნული წევრების საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილების შესწავლამ გამოავლინა, რომ ცესკოს მიერ არჩეული "არაპარტიული", დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მნიშვნელოვან ნაწილს პარტიული საარჩევნო გამოცდილება ჰქონდა. აღნიშნულმა გარემოებამ ცესკოს გადაწყვეტილებების ობიექტურობის შესახებ ეჭვები წარმოქმნა და ინტენსიური განხილვა გამოიწვია. დადგინდა, რომ ზოგიერთი არჩეული წევრი წარსულში საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული. 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2015 წლის შუალედური არჩევნების მიხედვით გადამოწმებული ინფორმაციით, 182  არჩეული კომისიის წევრიდან ასეთი 67 პირი აღმოჩნდა1 (წლები შერჩეულია, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და უახლოესი არჩევნები). 

აღსანიშნავია, რომ 67 წევრიდან, რიგ შემთხვევებში, ერთი და იგივე პირი სხვადასხვა არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ იყო დანიშნული. ამასთან, უმეტეს შემთხვევებში ისინი დანიშნული იყვნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების მიერ, კერძოდ, 22 შემთხვევაში პირი დანიშნული იყო პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მიერ, 17 შემთხვევაში „საქართველოს კონსერვატიული პარტიის" მიერ, 10 შემთხვევაში „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის", 9 შემთხვევაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს", 9 შემთხვევაში „ეროვნული ფორუმის", 5 შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატების, სამ-სამ შემთხვევაში „ევროპელი დემოკრატებისა" და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", ხოლო თითო-თითო შემთხვევაში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  და „ქრისტიან-დემოკრატიული- სახალხო პარტიის" მიერ. 

რაც შეეხება მათი კომისიაში მუშაობის ინტენსივობას, 67 წევრიდან 30 წევრი ორ არჩევნებზე იყო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, მაგალითად, 2013 და 2014 ან 2014 და 2015 წლების არჩევნებზე; 9 წევრი სამ არჩევნებზე და 1 ოთხ არჩევნებზე. 27 წევრი მხოლოდ ერთ არჩევნებზე იყო წარდგენილი პარტიის მიერ კომისიაში, აქედან 13 შემთხვევაში 2012 წელს, 6 შემთხვევაში 2014 წელს, 6 შემთხვევაში 2013 წელს, ხოლო 2 შემთხვევაში 2015 წელს.

დასკვნები და რეკომენდაციები

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო სარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს უპარტიო. მოცემული 67 არჩეული პირის შემთხვევაში არ არის ცნობილი არიან თუ არა ისინი პარტიის წევრები. მიუხედავად ამისა, გასულ არჩევნებზე პარტიის მიერ დანიშნული პირების საოლქო კომისიებში არჩევა ეჭვებს წარმოქმნის ცესკოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ რასაც კონკურსის შედეგად განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. ეს თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნების ჭრილში. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებისას ცესკოს წევრებს გაეთვალისწინებინათ თითოეული კანდიდატის საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის ისტორია და მათი ასოციაცია კონკრეტულ პარტიებთან. ეს გამორიცხავდა საზოგადოებაში პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეემოწმებინათ იყვნენ თუ არა კონკურსანტები წარსულში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრები ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიაში. 

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმა. „სამართლიანმა არჩევნებმა", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით.  რეკომენდაცია ითვალისწინებს, ასევე, წევრების რაოდენობის შემცირებას და ორ დონიანი სერტიფიცირების შემოღებას. წარდგენილი რეკომენდაციებით პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში  პოლიტიკური პარტიის წევრი ან კანდიდატი იყო. 

რეფორმის სირთულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ შესაძლებელია მისი ეტაპობრივად განხორციელება, რაც დროულად უნდა დაიწყოს. ამასთან, რეფორმის სრულად განხორციელებამდე, უნდა გადაიხედოს საოლქო კომისიის წევრთა შერჩევის წესი, ვინაიდან, დიდი ალბათობით კვლავ დადგება ცესკოს მიერ საოლქო კომისიების წევრების არჩევის აუცილებლობა მათი ვადის გასვლის გამო. უფრო მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ:

 გასაუბრება უნდა იყოს კონკურსის სავალდებულო ეტაპი;

 აუცილებელია მოხდეს საუკეთესო კონკურსანტთა შერჩევა გასაუბრებისათვის, რისთვისაც შეიძლება, მაგალითად,  დაწესდეს ტესტირება, როგორც კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი;

 გასაუბრების ეტაპზე კანდიდატთა შეფასება უნდა მოხდეს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების და ქულების მიხედვით, რაც უფრო ნათელს გახდის შეფასების პროცესს და უზრუნველყოფს ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას;

 სასურველია გადამოწმდეს იმ კანდიდატების პარტიული კუთვნილება, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე გადავლენ. გადამოწმება უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით. ვინაიდან, აღნიშნული ფაქტის გადამოწმება გარკვეულ თანხებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, მხოლოდ გასაუბრებაზე გასული კანდიდატების გადამოწმებით შემცირდება გადასამოწმებელ პირთა რაოდენობა. ასევე, პროცესის გამარტივების მიზნით შეიძლება დადგინდეს, რომ ინფორმაციის გამოთხოვა მოხდეს მხოლოდ ბოლო ორ ან სამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისგან. თუ დანიშვნის შემდგომ გამოვლინდა, რომ პირი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია, ეს უნდა გახდეს უფლებამოსილების შეწყვეტის და ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი; 

 სასურველია ის პირები, რომლებიც უახლოეს, მაგალითად, ბოლო ორ ან სამ არჩევნებზე იყვნენ პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრები, არ დაინიშნონ პროფესიული ნიშნით საარჩევნო კომისიებში. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

"ვინც ქალს ლამაზი სქესი დაარქვა, ალბათ, სახეში გურული ქალი ჰყავდა" _ თედო სახოკია

თიბისი ბანკის მხარდაჭერით "ახალი მზიურის" სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

8:27; 15.09.2026
პოლიტიკა

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეფორმა” – გივი მიქანაძე

8:26; 15.09.2026
მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო