მომღერალი 4 წლის ასაკში სმენით პიანინოზე უკრავდა, შემდეგ კი ფორტეპიანოს სტრიპტიზიორი ქალი ასწავლიდა, რომელიც აიძულებდა, ხელზე გაეკეთებინა სათამაშო ვარდისფერი პანტერა და დაკვრის დროს ყურადღება მიექცია, რომ ის არ ჩამოვარდნილიყო.
თანაკლასელები მას ნაგვის პარკებს ესროდნენ.
მოზარდი ლედი გაგა ხშირად გარბოდა სახლიდან და დაეხეტებოდა.
მისი პირველი ოფიციალური სამუშაო ოფიციანტობა იყო.
ლედი გაგა მიიჩნევს, რომ მასში ორი სული ცხოვრობს – თვითონ და დეიდა, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. სჯერა მოჩვენებებისა და გათვალვის.
რეალურ ცხოვრებაში გაგა კონსერვატიულია და ტრადიციებიდან არანაირი გადახრა არ ახასიათებს.
უყვარს კერძების მომზადება, იტალიური სამზარეულო, განსაკუთრებით – პასტა.
მომღერალი აღმერთებს დონატელო ვერსაჩეს და თავის მუზად მიიჩნევს.
ლედი გაგას სიმაღლე 1,55 მეტრია, ამიტომ მის კლიპებში სიმაღლეში გაზრდის მიზნით გამოყენებულია კომპიუტერული დამუშავების სპეციალური ტექნოლოგია. ასეთი ტექნოლოგია ახალი არ არის, მას კაილი მინოუგიც იყენებს, რომლის სიმაღლეც 1,54 მეტრია.
ლედი გაგა ოთხჯერ გაკოტრდა.