საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, პარტიის ახალი სახეების შერჩევისას აქცენტი სუფთა წარსულზე, განათლებსა და პროფესიონალიზმზე გაკეთდება.
მისივე თქმით, ახალი სახეების წარდგენას პარტია უახლოეს ხანში აპირებს.
მისივე ინფორმაციით, კოალიციაში შემოავალი პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე გეგმავენ და ამის შემდეგ გაირკვევა რა ფორმატში ითანამშრომლებენ მომავალ პარლამენტში:
"არჩევნების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა მომავალ პარლამენტში. არ გამოვრიცხავ, შემდეგ ისევ შეიქმნას კოალიცია", _ აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.