"ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, ისინი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ.
მისივე ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება "ეროვნულმა ფორმუმმა" 3 აპრილს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე მიიღო.
"2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე იდგა მთავარი ამოცანა – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება. მიზანი მიღწეულ იქნა ეტაპობრივად საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში კოალიციის გამარჯვებით.
ამ საქმეში "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციაში შემავალ პარტიებთან ერთად მათთან მჭიროდ თანამშრომლობით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამომდინარე აქედან, ეროვნული ფორუმის პარტიის ფუნქცია კოალიციის შემადგენლობაში დღეისათვის ამოწურულად ჩათვალა",_ განაცხადა შარტავამ.