შარშანწინ დავრგეთ ორი ძირი პატარა ბზა. სამწუხაროდ, ერთი უკვე გახმა. თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველები ვართ. გთხოვთ, გვირჩიოთ, როგორ გადავარჩინოთ ბზა?
თინა და ნანა ჩხაიძეები, ოზურგეთი
_ ჩვენში კოლხურ ბზას ახლა ორი უმწვავესი პრობლემა აქვს, _ უტევს სოკოვანი დაავადება ანუ "სიდამწვრე" და ბზის ალურა. ორივე შემთხვევაში ძნელია მკურნალობა, რადგან სოკოვანი სიდამწვრის წინააღმდეგ ჯერ შედეგიანი სამკურნალო საშუალება არაა დადგენილი. რაც შეეხება ალურას, მისი მატლები უკვე მეხუთე ფაზაშია და მკურნალობა არაა ადვილი. სასურველია, მიმართოთ პესტიციდების მაღაზიას და მითითებისამებრ იმოქმედოთ. სასურველია, 0, 03 პროცენტიანი ხსნარი იხმაროთ, რომლითაც მცენარე ფრთხილად უნდა დაამუშავოთ, რადგან ბზის ფოთლები ჯერ ნორჩია და შესაძლოა, ზედმეტი დოზის შესხურებით დაიწვას.
ანგელინა ნიკოლაიშვილი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი