საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"არ უნდა წავახალისოთ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება. მაგრამ თუ ახალგაზრდამ მოიხმარა მსუბუქი ნარკოტიკი და უნდა დავაპატიმროთ, ეს სწორად არ მიმაჩნია. ეს არ უნდა მოხდეს. შესაძლოა, ამ ახალგაზრდას ცხოვრება დავუნგრიოთ.
რაც შეეხება მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას, დეკრიმინალიზაციისგან განსხვავებით, არ მიმაჩნია რომ ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ. ვეცდები ამ კუთხით ცვლილებები განვახორციელოთ", _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.