თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო პაპავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე სამწლიან მუშაობას აჯამებს.
პაპავამ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტში განხორციელებულ სიახლეებზე _ სტრუქტურულ ცვლილებებზე, სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებაზე, საერთაშორისო რეიტინგში თსუ-ს წარმატებაზე.
ანგარიშის წარდგენა ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პაპავა თსუ-ს რექტორად აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩია. 2016 წლის 30 მარტს კი, მან აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება.