ირანის დედაქალაქის ქუჩებში 7 000-ზე მეტი სამართალდამცველი ზნეობის დასაცავად პატრულირებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ყოველი წლის გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა მატულობს და ხალხს ქუჩაში გასვლის სურვილი უჩნდებათ ხელისუფლება ეთიკის ნორმების გაკონტროლებას და წესების გამკაცრებას ცდილობს.
როგორც ცნობილია, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამართალდამცავები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეების ქცევას გააკონტროლებენ.
თეირანის სამართალდამცავი განყოფილების უფროსის განცხადებით, სამართალდამცავები საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეების ცუდ ყოფაქცევას, ავტომობილების დაუფიქრებელ მართვას, კაცების მიერ ქალების დევნას და ქუჩებში დაბინძურების აღკვეთას შეეცდებიან.
გარდა ამისა, შენიღბული სამართალდამცავები დამნაშავეებს პირდაპირ არ დაუპირისპირდებიან, არამედ მათ მონაცემებს პოლიციას გადასცემენ, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში მათი შემოწმება მოხდება.
როგორც ცნობილია, დამნაშავეებს საკუთარი მანქანის გაყიდვა პოლიციასთან შეთანხმების გარეშე აეკრძალებათ.