"თითეული მოქალაქისთვის მოსახერხებელი და საამაყოა, როდესაც შეეძლებათ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა და ესაა ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ" _ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ჩვენ ახლახან შევასრულეთ და განვახორციელეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უქმნის პერსპექტივას დაუბრკოლებლად, ევროპის კავშირის მასშტაბით გადადგილების მხრივ.
აშკარაა, თითეული მოქალაქისთვის მოსახერხებელი და საამყაოა, როდესაც შეეძლებათ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა და ესაა ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ.
ვილნიუსიდან ათენში და მადრიდიდან ბუქარესტში პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად" _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.