დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლგბტ წყვილებს ჩრდილოეთ კაროლინასა და მისისიპიში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
"ლგბტ ტურისტები ქვეყნის ამ ნაწილში მიღებული კანონის გამო შეიძლება დაზარალდნენ. ამიტომ გამგზავრებამდე, ვთხოვთ, ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა კამპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რჩევებს გაეცნონ,"_აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადამიანის უფლებათა დამცველი კამპანიის დირექტორის, ტაი კობის განცხადებით, უხერხულია, როდესაც დიდი ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს მოგზაურობის დროს საფრთხის არსებობის შესახებ აფრთხილებს.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კაროლინაში მარტში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის მქონე ადამიანებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპირფარეშოთი სარგებლობა აეკრძალათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანონის მიღებამ ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია და ორშაბათისთვის ზარალმა 3 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამავე თემაზე