"გურია ნიუსის" ვებგვერდსა და გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მიერ ბანქოს თამაშსს ეხებოდა ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
სტატიის გამოქვეყნებას პოლიციელების გააქტიურებაც მოჰყვა:
_ თქვენს სტატიას უკვე მოჰყვა კონკრეტული რეაგირება. დღეს, პოლიციამ გაკვეთილების დროს ქუჩაში მყოფი ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე შენიშნა და დაუყონებლივ აცნობა სკოლის დირექტორს, რომელმაც შესაბამისი ზომები გაატარა, _ გვითხრეს ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
აღნიშნული ფაქტი გურია ნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ პოლიცია, კანონის ფარგლებში მოქმედებს და არასრულწლოვნებთან მიმართებაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
იხილეთ სტატია: რა ინფორმაცია დაუმალეს პოლიციელებმა სკოლის დირექტორებს _ "რომ გვცოდნოდა, მივიღებდით ზომებს"; სასწავლო პროცესის დროს ბანქოს თამაშით გართული მოსწავლეები