"დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, " ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია:
"კახა კალაძის მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, პარტიის კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
ლაგვილავას კანდიდატად დასახელება, პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ედიშერ თოლორაიას "ნაცმოძრაობის" ლიდერმა თენგიზ გუნავამ და კუდ-ის ზუგდიდის ყოფილმა უფროსმა რუსლან შამახიამ მოსთხოვეს.
მოვუწოდებ კახა კალაძეს, ვიდრე დაასახელებს რომელიმე სოფელში საკრებულოს წევრობის ან მაჟორიტარობის კანდიდატს, ღრმად ჩაყოს მათ გულის ჯიბეში ხელი და ნახოს, რომელი პარტიის მანდატი უდევთ" _ აცხადებს მიქაცია.
მიქაიამ საკუთარი სიტყვების დასტურად ნაციონალური მოძრაობის წევრის მანდატიც გამოაქვეყნა, რომელიც 2013 წელს არის გაცემული და რომლითაც დასტურდება, რომ ლაგვილავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
ამ ინფორმაციას "ნაციონალებშიც" ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ლაგვილავას პარტიისთვის დატოვების მოთხოვნით მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.