BBC-ის ინფორმაციით, "მიცუბიში მოტორსმა" განაცხადა, რომ 25 წლის განმავლობაში საწვავის მოხმარების ტესტებს აყალბებდა.
"მიცუბიში მოტორსის" პრეზიდენტის თეცურო აიკავას განცხადებით, გამოძიება, რომელსაც სამი ადვოკატი აწარმოებდა გაიხსნა.
"ჩვენ არ ვიცით მთელი სურათი და პროცესის განსაზღვრას ვცდილობთ. ვგრძნობ, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია,"_განაცხადა აიკავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "მიცუბიშის" მიერ 157 000 საკუთარი, ხოლო "ნისანისთვის" წარმოებული 468 000 მანქანის საწვავის წვის ინდიკატორი არასწორ მონაცემებს უჩვენებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, "მიცუბიშის“ ირგვლივ განვითარებული სკანდალის გამო კომპანიის აქციები თითქმის 50 %-ით დაეცა.
გავრცელებული ცნობით, "მიცუბიში" 2000 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგ მომხმარებლების ნდობის დაბრუნებას ცდილობდა.
ამავე თემაზე: