ე,წ, კაბელების საქმეზე ბრალდებულთა განაჩენი ცნობილია _ სასამართლომ ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მათ ბრალი 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვაში აქვთ წაყენებული.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატები ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
_ უმართლესი ადამიანები ბესიკ მურუსიძემ ციხეში გაუშვა. საერთოდ დანაშაული არ არსებობს, ამ ხალხს ჯილდოები ეკუთვნით, მაგრამ იმისთვის, რომ ზევით ასიამოვნონ, ამ შემთხვევაში ბატონმა მურუსიძემ სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი 7 წლით გააგზავნა. მეცოდება ეს მოსამართლე, ეს არის საცოდავი ადამიანი. სამართლებრივად ნონსენსი მოხდა, _ განაცხადა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ.