ბრძოლა წესების გარეშე, ისევ გრძელდება!
ბრძოლა არა რინგზე, არამედ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, სასამართლოში! ხუთი უდანაშაულო ადამიანის ულმობელი განაჩენი, ეს ამ ხელისუფლების განაჩენია, განაჩენი, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს არაფორმალურ მართვას, შოთაძის პროკურატურას და მურუსიძის სასამართლოს! ადამიანი მართლა ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ გაიგო რა ხდება და რატომ ხდება! უგულო უნდა იყო არ შეგეხოს ხუთი უდანაშაულო ვაჟკაცის და მათი ოჯახების სატკივარი! სულ ცოტა ნამუსი უნდა გაგაჩნდეს სხვისი საწუხარი საქილიკოდ არ გახადო! პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და პატიოსნების სანაცვლოდ მიღებული 7 წელი პატიმრობა "დეტალად" არ მიიჩნიო და ყველაფერი ამის შემდეგ პრეტენზია გაგიჩნდეს, ქვეყნის მართვაზე, და უბრალოდ, კაცობაზე!.. ბრძოლა გრძელდება! ბრძოლის არასდროს შეგვშინებია "თავისუფალ დემოკრატებს"!
ამ ბრძოლასაც ღირსეულად გადავიტანთ და სამართალსაც აღვადგენთ! არცერთ ხელისუფალს არ შერჩენია საკუთარ ხალხთან გაუცხოება, ავტოკრატიული ძალის გამოყენება, ჰოდა ვერც ივანიშვილი და მისი მაამებლების არმია იქნება გამონაკლისი. ოქტომბერიც ძალიან ახლოსაა!
(R)































































