საუდის არაბეთში ქალები შესაძლოა გაროზგონ ან დააპატიმრონ თუკი ისინი თავიანთ ქმრის ტელეფონს მისი ნებართვის გარეშე შეამოწმებენ.
ქალბატონების მხრიდან აღნიშნული ქმედება სასამართლოს გადაეცემა, რადგან ქვეყნის ისლამური კანონმდებლობის მიხედვით, ეს სხვის პირად ცხოვრებაში ძალადობრივი ჩარევაა.
ინიციატივა ოჯახის უსაფრთხოების პროგრამის ნაწილია, რომელიც სამეფო დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა და მიზნად ისახავს სოციალური სერვისებისა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას პროექტ „ხედვა 2030“-ის ფარგლებში.
ინიციატივის ავტორის, მოჰამად ალ-ტემიატის განცხადებით, კანონი გავრცელდება ყველა პირზე, რომელიც თავისი პარტნიორის ან მეგობრის ტელეფონს შეამოწმებს და ამ მომენტში იქ მოწმე იქნება ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა.
საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილება სასჯელის ტიპთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება გამოწვეულ ზიანზე. მოსამართლე დამნაშავეს მიუსჯის პატიმრობას, გაროზგვას ან ორივეს ერთად.