"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის № 60.59 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრის დროს "სამართლიანი არჩევნების" აჭარა, გურია, ფოთის რეგიონული კოორდინატორი, მადონა ბერიძე ადასტურებს. "მინდა გითხრათ, რომ № 60/59 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი აღმოჩნდა ხელმოწერების რაოდენობაზე. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით, დაიწერება საჩივარი და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას," – გვითხრა მადონა ბერიძემ.
№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ მასთან ამ ეტაპზე საჩივარი არ შესულა.
"აუცილებლად გავერკვევი ამ საკითხში და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს,"- გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.