BBC-ის ინფორმაციით, სირიის სანაპირო ზოლზე მდებარე ქალაქებში, ტარტუსში და ჯაბლაჰში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
დიდი ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტარტოუსში ავტობუსის გაჩერებაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, გარდა ამისა, დანაღმული ავტომობილიც აფეთქდა, ხოლო ქალაქ ჯაბლაჰში ავტობუსის სადგურის შესასვლელს რაკეტები მოხვდა.
BBC-ის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.




































































