ევროკავშირში 2015 წლის განმავლობაში ტერორისტული თავდასხმების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 360-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AZ ევროპოლის ევროპის კონტრტერორისტული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ცენტრის მონაცემებით, ტერორისტებმა ევროკავშირში 211 თავდასხმა განახორციელეს, რომელთაგან 17 ჯიჰადისტების მოწყობილია.
მათივე ინფორმაციით, 667 ეჭვმიტანილი დაკავებულია.
როგორც ევროპოლის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, მანუელ ნარეტე პანიაგუამ განაცხადა, სხვადსხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს დაეშთან აქვთ კავშირი და ევროკავშირზე თავდასხმა შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, დაეში მოქმედებს ძირითადად სირიასა და ერაყში, მაგრამ პასუხისმგებლობას იღებს მსოფლიოში მომხდარ სხვადასხვა თავდასხმებზე.































































