კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ნაწილმა შსს დატოვა. მონაწილეთა ნაწილის დაკითხვა კი ამ დრომდე გრძელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამ დრომდე მათი მხარდამჭერები რჩებიან და მოითხოვენ, რომ არ მოხდეს სპორტსმენების დაკავება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპორტსმენები დაკავებულები იყვნენ, რასაც უწყებაში არ ადასტურებდნენ.
ცნობისთვის, როგორც სპორტსმენებმა ჟურნალისტებთან საუბრისას შენობაში შესვლამდე განაცხადეს, ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენებაც მისცენ.
მათივე თქმით, შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს თავისი ნებით მისულიყვნენ შსს-ში და ჩვენება მიეცათ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.
კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, კობა ტყეშელაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაიწყო პროვოცირება, ქვების სროლა, "ბიტების" ჩარტყმა, ერთ სპორტსმენს თავი გაუტეხეს და ამას მოჰყვა ჩხუბი.
"ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2012 წლიდან და ამიტომ ვიმყოფებოდი კორცხელში. მანამდე სხვა რეგიონებშიც ვიყავით და იქ ინციდენტი არ მომხდარა, რადგან იქ არ იყო ნიკა მელია. მოვედით შსს-თან, რათა ბრალდებებს გავცეთ პასუხი. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რასაც თვითხილველები დაადასტურებენ", _ აღნიშნა ტყეშელაშვილმა.