ქვეყნის მტავარი პოლიციელის განცხადებით, კორცხელის ინცინდენტში მონაწილე სპორტსმენების პასუხისმგებლობის საკითხი დრის წესრიგიდან არ მოხსნილა.
_ გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ჩემი განცხადების შემდგომ, სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან.
გამომდინარე აქედან, მათი დაკავების საფუძველი გამოძიებას არ ქონდ. თუმცა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საურბისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებირშვილმა.