"ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის საამაყო და ბედნიერი, მრავალი გმირი შეეწირა ჩვენს დამოუკიდებლობას. ნუ დავივიწყებთ იმას, რომ ისინი ჩვენზე უფრო ჩაუქები და კარგები იყვნენ. გავიხსენოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტი, გავიხსენოთ მერაბ კოსტავა, რომლის ოჯახისთვის დღეს მტკივნეული დღეა, რადგან მისი დაბადების დღეცაა.
ჩვენი სამშობლო ჩვენვე გვეკუთვნის და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა. ეს დამოუკიდებლობა არა მარტო ღირსეულად უნდა ვატაროთ, არამედ უნდა შევინარჩუნოთ." -განაცხადა ვეტრნების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა კობა კობალაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც პრემიერ- მინისტრთან ერთად გმირთა მემორიალი შეამკო.