უჩვეულოდ და განსხვავებულად აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემავალი ფრაქციის "ქალები პოლიტიკაში" წევრმა ქალბატონებმა.
მათ ინიციატივა გამოიჩინეს და სკვერი, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი და მისი წინაპრების საფლავებია, დაასუფთავეს და ყვავილები დარგეს.