საქართველოს სომეხთა სათვისტომო ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს და საზეიმო მიმართვას ავრცელებს.
"ნებისმიერი იუბილე და თარიღი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს გადავხედოთ უკვე გავლილ გზას, შევაფასოთ აწმყო და დავსახოთ მომავალი. 25 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი სახელმწიფოებრიობა აღადგინა. საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მომავალზე სამოქალაქო პასუხისმგებლობა იკისრა.
მოსახლეობა მოქალაქეებად გარდაიქმნა.
საუკუნის გასული მეოთხედი ქართული სახელმწიფოსთვის ადვილი არ იყო. ქვეყანამ ომის, ნგრევის, მრავალი დანაკარგის გზაზე გაიარა. გადატანილი უბედურების უდიდესი ნაწილი დაკავშირებული იყო სახელმწიფოს აწმყოზე და მომავალზე პასუხისმგებლობის არასაკმარის გათვითცნობიერებასთან, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობის, ასევე საზოგადოების.
ერთ-ერთი უმძიმესი დანაკარგი, რაც დამოუკიდებლად არსებობის 25 წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ -ამ მიწაზე ათასწლეულების განმავლობაში მცხოვრები მოქალაქეების მთელი ჯგუფების ქვეყნიდან მასობრივი განდინება გახდა. დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ახალგაზრდობის გამო, ვერ შეუქმნა მოქალაქეებს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს აგრძნობინებდა სახელმწიფოსთვის მის საჭიროებას. სწორედ ეს შეცდომა გახდა ასობით ათასობით მოქალაქის დაკარგვის ძირითადი მიზეზი.
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის 25 წლის მერე, დღესაც საკმაოდ მწვავედ დგას ქვექნის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვების პროცესში ქვეყანაში მცხოვრები ყველა ჯგუფის სრულყოფილი ჩართვის საკითხი.
გავლილი წლების, მოვლენებისა და შეცდომების გამოცდილება -ქვეყნის ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან სწორი დასკვნების გამოტანას მოითხოვს.
გამონაკლისის გარეშე ყველა მოქალაქის და ჯგუფების იდენტობის პატივისცემაზე დაყრდნობილი სამოქალაქო შერიგება -ქვეყნის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მოპოვების გარანტია. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ჩვენი სახელმწიფო გახდეს ნებაყოფლობითი დაბრუნების ადგილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ მომავალს დღეს სხვა ქვეყნებს უკავშირებს.
ვიზიარებთ რა ჩვენი სახელმწიფოს მრავალფეროვნებას და თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ვულოცავთ.
ღმერთი იყოს ამ მიწაზე მშვიდობისა და კეთილდღეობის მფარველი, ხოლო მოქალაქეებმა იზრუნონ ქვეყნის ჭეშმარიტ დამოუკიდებლობისათვის და განვითარებისთვის." – ნათქვამია მიმართვაში.































































