ორი კილოგრამი მარწყვი გავრეცხოთ, მოვაყაროთ ცოტა შაქარი და დავდგათ. მერე გადავწუროთ წყალი, რომელსაც დაიყენებს, დავამატოთ კიდევ ორი ლიტრი წყალი, ორი კილო შაქარი და მოვხარშოთ სიროფი. როცა გაგრილდება, დავასხათ მარწყვს და გავყინოთ სასურველ დონემდე.