ვიდრე მარწყვის სეზონი თვალდახელშუა გაგვეპარება, სასწრაფოდ იზრუნეთ უგემრიელესი კომპოტის მოსამზადებლად. მარწყვის კომპოტის მომზადების წესი სხვა ხილეულის კომპოტის მომზადებისგან განსხვავებულია.
მომზადების წესი:
სასურველი რაოდენობის მარწყვს, მაგალითად, სამ კილოგრამს, გასუფთავება-გარეცხვის შემდეგ, დავაყაროთ ერთი კილოგრამი შაქარი. სასურველია, მომინანქრებულ ქვაბში ჩავყაროთ.
დავდგათ ნახევარი დღის განმავლობაში. გამოუშვებს წვენს. შემდეგ ეს მარწყვი და წვენი თანაბრად გავანაწილოთ ქილებში. დავუმატოთ შაქარი (სამკილოგრამიან ქილაში სამი ჩაის ჭიქა) და დავასხათ მდუღარე წყალი. სასწრაფოდ გავუკეთოთ 15-წუთიანი პასტერიზაცია და შევინახოთ მშრალ, შედარებით ბნელ ადგილზე.