"ივლიტას ბიბლიოთეკას" დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის პირველკლასელები, მათი პედაგოგი და მშობლები სტუმრობდნენ. პატარებმა ჩოხატაურში არსებულ ერთადერთ თავისუფალ სივრცეს საჩუქარად წიგნები გადასცეს.
ბიბლიოთეკის სტუმრებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ "ივლიტას ბიბლიოთეკას" მომავალშიც ესტუმრებიან.