"კორცხელის ინცინდენტი იყო ძალიან სამარცხვინო" _განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ივანიშვილი მმართველ გუნდს და საზოგადოებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ მსგავსი ინცინდენტების თავდიან ასაცილებლად:
_ ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. რაც იქ მოხდა სირცხვილი იყო და ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ.
დაწვრილებით არ ჩავუღმავდები იმ ფორმებს თუ ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გააკეთა და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.
საერთო ჯამში ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახლემწიფო. ერთი პლიუსი შეიძლებაჰ ქონდეს ამას _ დასკვნები, პრევენციები გააკეთონ, რომ მეტი აღარ განმეორდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მმართველმა გუნდმა, _ აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ კორცხელში პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მოაწყვეს, თუმცა, აღნშნავს, რომ ხელისუფლებას ეს მაინც არ ამართლებს.