ყოფილი პრემირერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი მისი "ახალგაზრდობის ოცნების ადამიანია".
"გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში. მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრას მოდერატორი გიორგი უძილაური უძღვება.