ადამ ლევინმა სცენიდან ამინდის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. ის თავის ფანებს 15 წუთიანი NON STOP-ის შემდეგ მიესალმა. "ბოდიში ამინდის გამო, მაგრამ რას ვიზამთ. იმედია, ეს გართობაზე არ იმოქმედებს." -ასე გაამხნევა ადამ ლევინმა თავისი მაყურებელი.
კონცერტი "საოცრებათა მოედანზე" Check in Georgia-ს ფარგლებში 21:30 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გასტანს.
ადამ ლევინი ცნობილ ჰიტებთან ერთად ახალ სიმღერებასაც შეასრულებს.