უფლებადამცველი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ მედია მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის გაშუქებისას, სწორად არ სვამს აქცენტებს.
"ოპააა… ქართული მედია რითი ინტერესდება და რას აშუქებს… რომელი დამნაშავე კაცის პირადი ცხოვრება და ქორწინებამდელი სექსი ყოფილა განხილული სასამართლოზე და მერე კიდევ განხილული მედიის მიერ საჯაროდ?
FYI დიახ! ქალსაც ისეთივე უფლება აქვს ჰქონდეს სექსი როცა უნდა და ვისთანაც უნდა, როგორც კაცს!
კარგად შეიგნეთ, კარგად დაიმახსოვრეთ, და გაიმეორეთ ხოლმე ძილის წინ და ჭამის მერე.
მეტი ქალი პარლამენტში კი არა სექსუალური თავისუფლება ქალებს!
(და საერთოდ, არსებობს კი საკითხი ამ ქვეყანაში, რომელიც გაინტერესებთ და სასქესო ორგანოებს არ ეხება? ქალთა მკვლელობების ნახევარი ეჭვიანობის ნიადაგზე ხდება და საზოგადოებას მარტო ის აინტერესებს ქალიშვილი იყო თუ არა ცოლი და ხომ არ ჰყოლია საყვარელი; ლგბტ პირებს იმიტომ დასდევენ ტაბურეტკით, რომ მათი სექსი არ მოსწონთ; პირადი უკანონო ჩანაწერებიც იმიტომ ვრცელდება, რომ სექსზეა; და ციხის კადრებზეც იმაზე გადაირივნენ ქართველი კაცის საჯდომს როგორ შეეხო ვინმეო)."-წერს პატარაია.