"ვხედავ "ქართული ოცნების" პარტიის შიდა სტრუქტურის პრობლემას, არც არსებობს სრულყოფილი სტრუქტურა. არც სახელმწიფო არსებობს სრულყოფილი. ნებისმიერ სტრუქტურას განვითარება სჭირდება, კვირიკაშვილი აცნობიერებს ამას… თუ ისინი მაქსიმალურ ორგანიზებულობას შეძლებენ, "ნაციონალებს" ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა", _ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას "გურია ნიუსის" კითხვის საპასუხოდ გუშინ განაცხადა.
ვის აბრალებს ივანიშვილი გურიაში არჩევნების წაგებას, სად დაუშვა შეცდომა ხელისუფლებამ, არჩევნების მოგების რა შანსები აქვს ახლა „ქართულ ოცნებას“ და როგორი პოლიტიკოსები არიან გურულები _ ამ საკითხებზე პასუხს ამ ვიდეომასალიდან გაიგებთ.