დაღესტანში შეტაკებების შედეგად რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის 4 ჯარისკაცი და 6 მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, თუმცა მეტი კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
REUTERS -ის ცნობით, დაღესტანს ესაზღვრება ჩეჩნეთი, სადაც მოსკოვმა,1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორი ომი გამოიწვია.