დღეს, გამთენიისას ოზურგეთში კრიმინალური გარჩევის დროს მამა შვილი დაჭრეს.
როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით, სამ საათზე მოხდა. მამა-შვილს ცეცხლასროლი იარაღით ჭრილობები წვივის არეში აქვთ მიყენებული.
'მედალფას" სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, დაჭრილებმა ოზურგეთში მკურნალობაზე უარი თქვეს და მათი მოთხოვნით და ხელწერილის საფუძველზე ბათუმში გადაიყვანეს.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ შენთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.