უნგრეთი, ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის სანქციების 6 თვით გახანგრძლივების შესახებ, ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას BUSINESS NEWS WORLD ავრცელებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება "არასწორი და ანტიდემოკრატიულია".
როგორც ცნობილია, ქვეყნების ნაწილს რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სურს.