ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გურულების პოლიტიკისადმი სიყვარულს სახუმარო ფეისბუქსტატუსით ეხმაურება.
"ოზურგეთში, ნოტარიუსის რიგში ვდგავარ. მდგომთა შორის თავდაპირველად სასტიკად დაიგმო ბრიტანეთის ევროპიდან გამოყოფის საკითხი, განიხილეს შოტლანდიის რეფერენდუმის სავარაუდო შედეგები. მოგვიანებით, შემოგვიერთდა ორი მოხუცი კაცი, რომელმაც, პირიქით ცენტრალური ევროპის ქვეყნებს დასდო ბრალი. ერთი მათგანის სიტყვა იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ რამდენიმე მოწინააღმდეგე შეირყა კიდეც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე, როგორც ტელევიზორში ნამყოფი კაცი, მათი სურვილისდა მიუხედავად, ვინარჩუნებ ნეიტრალიტეტს."-წერს გიორგი კეკელიძე.