სახელი ლეონარდო, დიკაპრიოს ცნობილი იტალიელი ფერმწერისა და გამომგონებლის, ლეონარდო და ვინჩის პატივსაცემად დაარქვა დედამ. ფეხმძიმობის დროს ირმელინ დიკაპრიო ერთ-ერთ გამოფენას დასწრებია და სწორედ და ვინჩის ნამუშევართან უგრძნია მუცელში ჩვილისგან პირველი „დარტყმა“. მას შემდეგ გადაწყდა, რომ ახალშობილისთვის ლეონარდო დაერქმიათ.
როდესაც ლეონარდო ორ-წლინახევრის იყო, მამამ ის პოპულარული ამერიკული ტელეშოუს ჩაწერაზე წაიყვანა. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა ტელეკამერებთან და მას შემდეგ დიკაპრიო სოფიტების განათების გარეშე ვერ ცხოვრობს.
ლეონარდოს საუკეთესო მეგობარია მსახიობი ტობი მაგუაიერი, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. ცნობისთვის, მაგუაიერმა სახელი ადამიანი-ობობას როლის შესრულებით გაითქვა. თავდაპირველად, რეჟისორისა და პროდიუსერების ჩანაფიქრით სუპერგმირის როლი ლეონარდო დიკაპრიოს უნდა ეთამაშა, თუმცა მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა.
ლეონარდო დიკაპრიოს ნათამაშები აქვს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელესერიალში "სანტა ბარბარა". ის მთავარი გმირის, მეისონ კეპველის ბავშვობას ასახიერებდა.
ლეონარდო დიკაპრიო "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ქომაგია და საყვარელი გუნდის თამაშის გამო არაერთი წვეულება გაუცდენია.
ლეონარდო დიკაპრიოს ოცნებაა იოსებ სტალინის როლის განსახიერება, თუმცა, მისი თქმით, ჯერაც ვერ ნახა შესაბამისი სცენარი.
ლეონარდოს საყვარელი ფილმია 'ნათლიმამა'.
დიკაპრიოს სიმაღლე 183 სანტიმეტრია.
ბავშვობაში ლეონარდო დიკაპრიო ბეისბოლის ბარათებსა და კომიქსებს აგროვებდა. მამამისი, ჯორჯ დიკაპრიო კომიქსების ავტორი იყო.
90-იანი წლების ბოლოს ავღანეთში, მოძრაობა „თალიბანმა” ადგილობრივ დალაქებს ბიჭებისთვის დიკაპრიოს სტილში თმის შეჭრა აუკრძალა. „ტიტანიკის” გამოსვლის შემდეგ, დიკაპრიო ისლამურ ქვეყნებშიც კი უზომო პოპულარობით სარგებლობდა. თინეიჯერი ბიჭები თავიანთ კერპთან მიმსგავსებას ვარცხნილობით ცდილობდნენ.
* ლეონარდო დიკაპრიო აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას, ჩართულია ეკოლოგიურ მოძრაობაში. გადაადგილდება მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილით. 2010 წელს დიკაპრიო სანკტ-პეტერბურგში გამართული ეკოლოგიური ფორუმის მონაწილე იყო, სადაც ციმბირელი ვეფხვების გადაშენება განიხილებოდა. ამ ფორუმზე ჩასასვლელად დიკაპრიოს პრობლემები შეექმნა – თვითმფრინავს ორჯერ მოუხდა საავარიოდ დაშვება ნიუ-იორკისა და ჰელსინკის აეროპორტებში. თუმცა, დიკაპრიომ მაინც მოახერხა ჩასვლა პეტერბურგში, რითაც პუტინის მხრიდან მადლობა დაიმსახურა. 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულების ფონდში ლეონარდო დიკაპრიომ ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა.
მეგობრების წრეში ლეონარდო დიკაპრიო ხშირად აკეთებს რეჟისორ ჯეიმს კამერონის პაროდიას, რაც მეგობრების თქმით, მას ბრწყინვალედ გამოსდის.
2005 წელს ერთ-ერთმა მოდელმა, არეტა უილსონმა წვეულებაზე გატეხილი ბოთლით სახე დაუზიანა დიკაპრიოს. ლეონარდოს სახეზე ოპერაციის გაკეთება მოუწია, ხოლო არეტას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის ჩადენისას მოდელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.