გურიის რეგიონში მხარის ადმინისტრაციის პატრონაჟით, უკვე მეორედ გაიმართა შშმ პირების რეგიონული ტურნირი სპორტის ოთხ სახეობაში: მკლავჭიდში, ნარდში, შაშსა და ჭადრაკში.
აღნიშნულ ტურნირში, რომელსაც ოზურგეთმა უმასპინძლა, ხუთი ლანჩხუთელი მონაწილეობდა. აქედან ჭადრაკში ნიკა ზენაიშვილმა და მარიამ ნუცუბიძემ მეორე და მესამე ადგიულები დაიკავეს. ნარდის შეჯიბრში კი ლანჩხუთელი ლომინი თოფურია მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო მკლავჭიდში გიორგი სანიკიძემ მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის ორგანიზატორებმა მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები გადასცეს, ხოლო ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სპეციალური პრიზები ქონდათ დაწესებული, რომლითაც ლანჩხუთელთაგან მარიამ ნუცუბიძე და გიორგი სანიკიძე დაჯილდოვდნენ.