მინდია ბერიძე, ლანჩხუთი:
_ მარგველაშვილი პოლიტიკას უნდა შეეშვას და წიგნები იკითხოს. ესაა მისი საქმე.
ამირან ჩაგუნავა, ლანჩხუთი:
_ ნორმალურად, თუმცა, პოლიტიკის ბევრი არაფერი გამეგება და არც ვერევი.
ჯემალ დიასამიძე, ლანჩხუთი:
_ ჩვეულებრივად. ტკბილი კაცი ჩანს
ნუნუ მახარაძე, ლანჩხუთი:
_ არაფერი არ ვარგა და არც მაინტერესებს.
გიზო მეგრელიშვილი, ჩოხატაური:
_ ნორმალურად.
დავით ჟღენტი, ჩოხატაური:
_ რა ვიცი, ჯერ არაფერი სიკეთე არ ჩანს, დაპირება დაპირებად რჩება.
თინა თავაძე:
_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი.
ჩაგმენტი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ მე "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვარ და მიმაჩნია, რომ მარგველაშვილი არ არის საპრეზიდენტო კაცი.
გიორგი კარანაძე, ოზურგეთი:
_ რასაც კარგს გააკეთებს, მომწონს, ცუდი არ მომეწონება. ისე, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს.
კობა კუბუსიძე, ოზურგეთი:
_ საშუალოდ ვაფასებ. კარგი _ არაფერი.
დომენტი სურგულაძე, ოზურგეთი:
_ დადებითად, ნორმალურად ვაფასებ.
დოდო ლაზარენკო, ოზურგეთი:
_ კარგად. კარგი პრეზიდენტია. ადამიანებისთვის უნდა ყველაფერი საუკეთესო, წინსვლისთვის იბრძვის.