საფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობაზე ესპანეთის ნაკრებმა სუსტად იასპარეზა. კონტინენტის 2012 წლის ჩემპიონები მერვედფინალურ სტადიაზე იტალიასთან დამარცხდნნე და სამშობლოში ვადაზე ადრე დაბრუნება მოუწიათ.
გუშინ ესპანური გამოცემა "Marca" ვისენტე დელ ბოსკეს ესაუბრა. ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ დამნაშავედ კარის დარაჯი იკერ კასილიასი გამოიყვანა.
"მიმდინარე პირველობის წინ რთული დილემის წინაშე ვიდექი. კარის დაცვა დავიდ დე ხეასთვის ან იკერ კასილიასისთვის უნდა მიმენდო. საბოლოოდ არჩევანი "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის სასარგებლოდ გავაკეთე. იკერმა წყენა გულში ჩაიდო და მე და ჩემს სამწვრთნელო შემადგენლობას ღიად დაგვიპირისპირდა. კასილიასს გუნდში დიდი ავტორიტეტი გააჩნია და თავისი საქციელით წამყვანი მოთამაშეების ჯგუფიც აგვიმხედრა. ამ ფაქტორმა გუნდის წარუმატებელ გამოსვლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა". – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.
Sport-express.ru