ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "შაბათის ქრონიკაში" საუბრისას პარტია "თავისუფალი დემოკარტების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი სკამიდან გადავარდა. გადაცემის წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ უხერხული ინციდენტის გამო სტუმარს მოუბოდიშა და სკამის გამოცვლის შემდეგ მასთან დაწყებული დიალოგი ისევ განაგრძო.
მოგვიანებით, მომხდარზე კომენტარი გააკეთა ალექსი პეტრიაშვილმა:
"ეხლა ვუყურე და მივხვდი: სიდედრი არ უნდა ახსენო ეთერში რო ხარ, თორე ეგრევე სკამი გამოგეცლება. ასევე, ნატო-ში გაწევრიანების მტრებიც ბევრი გვყავს, მარა არა იმედის ეთერში. ახლაც ბევრს ვიცინი. ჩემს ცხოვრებაში უნდა მოხდეს აუცილებლად ეს ყოველივე! რაც არ გვკლქვს, გვაძლიერებს!" _ წერს პეტრიაშვილი და დიანა ტრაპაიძეს მოუწოდებს ამაზე არ იდარდოს.