ბისკვიტისთვის საჭირო მასალა: 4 ცალი კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, 250 გრამი კარაქი, 200 გრამი არაჟანი, ერთი ჭიქა გატარებული ნიგოზი ან თხილი, ერთი ჭიქა ქიშმიში, ორ ჭიქანახევარი ფქვილი, ვანილი, ორი სუფრის კოვზი სოდა.
მიქსერით კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. დავამატოთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი. არაჟანში ჩავუშვათ სოდა, აფუვდეს და ესეც დავამატოთ, მოვურიოთ. ჩავყაროთ გატარებული ნიგოზი. მოვურიოთ. ჩავყაროთ ფქვილი, ამჯერად მოვურიოთ კოვზით და არავითარ შემთხვევაში მიქსერით. მასა გავყოთ ორ ნაწილად. ერთში შევურიოთ ერთი ჭიქა ქიშმიში და ცხიმწასმულ კალკაზე ან თეთრ ქაღალდზე, რომელი ჟარონის ზომის იქნება, კოვზით ნელ-ნელა გავიყვანოთ. შევდოთ გახურებულ აირღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ მზად იქნება. ასევე გამოვაცხოთ მეორე ფენაც.
კრემი: 400 გრამი შედედებული რძე და 400 გრამი კარაქი ავთქვიფოთ ცალ-ცალკე და მერე შევურიოთ ერთმანეთს. ჯერ უნდა აიჭრას და მერე აფუვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხიან ნამცხვარს ვერ მივიღებთ. დავამატოთ ნახევარი ჭიქა გატარებული ნიგოზი, ნახევარი ჭიქა ქიშმიში და ორი სუფრის კოვზი უნალექო ყავა, ვანილი. მოვურიოთ კარგად. ფირფიტებს წავუსვათ, ზემოდან კი კრემის შემდეგ მოვაყაროთ ცოტა გატარებული ნიგოზი, დავახეხოთ შავი შოკოლადი. ორი საათით შევდოთ მაცივარში. "ჯილდა" ძალიან გემრიელი ნამცხვარია.