ვიტამინები ორგანიზმისთვის აუცილებელია, მათი ნაკლებობა კი უმძიმეს დაავადებებს იწვევს.
ვინც C ვიტამინის ნაკლებობას არ განიცდის, მას კუჭის, საშვილოსნოს და სარძევე ჯირკვლების კიბო არ ემუქრება.
კიბოს საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით საჭიროა, ადამიანმა ორგანიზმი მოამარაგოს A, C, D და E ვიტამინებით.
მიაჩნდათ, რომ საყლაპავი მილის სიმსივნის მიზეზი გადაჭარბებული ალკოჰოლი და ნიკოტინი იყო. კვლევებმა კი ცხადყო, რომ ამ პროცესის აღკვეთა შეუძლია A, B2 და C ვიტამინებს, თუნდაც ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების დროსაც.
ასევე, სიმსივნის დროს, თუ დაავადებული ადამიანი დიდი რაოდენობით B ვიტამინს მიიღებს, კიბოს უჯრედების ზრდა ფერხდება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის უნარი ამ დაავადებასთან მატულობს, მაგრამ, ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად კიბოს წინააღმდეგ, მაინც, A ვიტამინი ითვლება.
სიმსივნის შემთხვევაში A ვიტამინს ბუნებრივი სახით სტაფილოსგან მიიღებთ, C ვიტამინი ორგანიზმში კარცენოგენების მოქმედებას ბლოკავს. ასი მილიგრამი C ვიტამინი დღიური ნორმაა.