რამდენიმე დღისც წინ ამერიკულ მასმედიაში ერთი საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა. გამოცემამ "USA TODAY" ყველა დროის საუკეთესო ხუთი ქერათმიანი ჩოგბურთელის სია გამოაქვეყნა.
1. მარია შარაპოვა (რუსეთი) – სიაში პირველი და იმავდროულად, ყველაზე მდიდარი. სარეკლამო კონტრაქტებითა და კორტზე ნაშოვნი ფულით იგი ას მილიონს დიდი ხანია, გასცდა და თავიდან თანხის განკარგვის უფლებას მამამისს აძლევდა. მას შემდეგ კი, რაც იურა შარაპოვმა „ზაპოის“ დროს შვილის ფულები გაურკვეველი მიმართულებით დაამღერა, ანამ რამდენიმე სპეციალისტი დაიქირავა და ფული სხვადასხვა ბიზნესში დააბანდა.
2. ელენა ბონდარენკო (რუსეთი) – შარაპოვასგან განსხვავებით, ელენა მხოლოდ მოდელის მონაცემებითა და მოგებული მილიონით თუ დაიკვეხნიდა.
3. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) – მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი სილამაზესაც არ უჩივის და შემოსავლებსაც. კაროლინის ქონება 25 მილიონს გასცდა და მისი განკარგვის საქმეში მონაწილეობას უკვე მამამისიც იღებს. თავიდან, მათ დანიაში სუპერმარკეტების ქსელი გახსნეს. მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ ამ თანხით მეტის გაკეთება შეიძლებოდა და ახლა დიდ სპორტულ კომპლექსს აშენებენ.
4. ელენა დემენტიევა (რუსეთი) – ლენა შეიძლება თამამად მოვნათლოთ ყველაზე მუშა ჩოგბურთელ რუსად. მას თითქოს არც ნიჭი ჰქონდა და არც მონაცემები, მაგრამ დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. მან, საერთო ჯამში, ოც მილიონ დოლარზე მეტი იშოვა, თუმცა რაში ხარჯავს ფულს, გასაიდუმლოებულია.
5. მარია კირილენკო (რუსეთი) – ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ მარია კირილენკო თავის სეხნია შარაპოვას პირველობას ჩამოართმევდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. გოგონამ ჩოგბურთში დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია და ამიტომ შარაპოვას დარი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, მან ხუთი მილიონის მოხვეჭა უკვე მოასწრო და თუ ჭკუით მოიქცევა, ცხოვრების ბოლომდე არაფერი გაუჭირდება.