https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ”

11:07; 9.07.2016
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

პოლიტიკური ბატალიების გარდა ჩვენს დეპუტატებს კომიკური მომენტებიც ჰქონიათ. დღევანდელ წერილში რამდენიმე საპარლამენტო – კურიოზულ შემთხვევას გავიხსენებთ.

თანამემამულე პარლამენტარ მამაკაცებს სამუშაო საათებში ალკოჰოლის მიღება გადაჭარბებულად უყვართ. ალბათ ამ მანკიერ თვისებას უნდა დავაბრალოთ, რომ პარლამენტი ზოგჯერ აბსურდულ და გაუმართლებელ კანონებს ღებულობს.

ირაკლი ბათიაშვილი იხსენებს:

"საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე იყო, მახსოვს, გვიან ღამემდე იყო რაღაც საკითხების განხილვა. ეტყობა, იმდენად გადაღლილები იყვნენ ზოგიერთი ჩემი კოლეგები, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, რომ თან მოშივდათ, თან მოსწყურდათ. მოვიხედე უკან და ვხედავ, რაღაცა პატარა „ზაკუსკა“ აქვთ მოტანილი, სუნიც მეცა, საკმაოდ მაღალი ხარისხის სასმელი იყო, თუ არ ვცდები, ვისკი. მოდიო, მეძახდნენ, მაგრამ მე არ შევუერთდი. ცოტა იქით გადავჯექი. მერე, მოღალატეო – მეძახდნენ. თვითონ კარგ ხასიათზე იყვნენ. დიდი ჟივილ-ხივილი იყო. უცბად მოიყარეს თავი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამეტებით აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. მაგრამ იქ სრული იდილია სუფევდა".

თავის დროზე ეს ინციდენტი გახმაურდა და კოლეგა დეპუტატების დაცვა პარლამენტის იმდროინდელ ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს მოუწია.

ბატონმა გიგიმ კოლეგების რეპუტაცია დაიცვა და მასმედიის წარმომადგენლები დაარწმუნა, მსგავს შემთხვევას ერთადერთხელ ჰქონდა ადგილიო. თან ისიც დაამატა, რომ ის "ისტორიული" მიპატიჟება არც მან მიიღო.

თავად გიგი წერეთელმა ზართან დაკავშირებული კურიოზი გაიხსენა. ცნობისათვის: ზარის რეკვა მთავარი იარაღია სპიკერისთვის დეპუტატების დარბაზში მოსახმობად. ჰოდა, ერთ-ერთ სხდომაზე, როცა წერეთელი აქტიურად რეკავდა ზარს, დეპუტატები შემოსვლის მაგივრად მასობრივად გადიოდნენ დარბაზიდან. ვიცე-სპიკერმა კოლეგებს ასე მოუწოდა: "ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს სკოლის ზარი კი არ არის, რომლის დროსაც უნდა გახვიდე".

ეტყობა, ეს ზარი მათში აღძრავდა ძალიან სასიამოვნო ბავშვურ და სკოლის დროინდელ ასოციაციებს. ამიტომ შევთავაზე: მოდით, ზარს დავანებებ თავს და სირენას დავაყენებ-მეთქი.

ვიცე-სპიკერმა ერთი კურიოზიც გაიხსენა. ვახტანგ რჩეულიშვილმა თვითნებურად რომ დაიკავა სპიკერის სავარძელი, როცა სხდომა ელდარ შენგელაიას უნდა წაეყვანა. გიგი წერეთელი მოგვიანებით აპირებდა მისვლას, როცა მანქანის რადიოში ჩხუბი ჩაესმა: "თქვენ ვინ მოგცათ სხდომის წაყვანის უფლება", "ჩამოდით ტრიბუნიდან", "მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ" და ა.შ. ამ წივილ-კივილში დაბნეულმა ვიცე-სპიკერმა მანქანა სასწრაფოდ მოაბრუნა და პარლამენტისკენ გაეშურა. მთელ ამ გაუგებრობაში ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ რჩეულიშვილი აცხადებდა, გიგი ავად არის, ალბათ, ერთი-ორი წელიწადი ვეღარ მოვა პარლამენტში, მე აქ უნდა ვიყო და უნდა გასწავლოთ ჭკუაო. ამ ამბავში იყო რჩეულიშვილი, როცა ხმალამოღებული გიგი წერეთელი დარბაზში შევარდა, სიტყვებით: "არ მელოდით ხომ!" დარბაზში ტაში გაისმა, მთავარ სოციალისტს კი დიდად არ გახარებია მოვლენების ასე განვითარება და "პოსტის" დატოვება.

პარლამენტარმა სანდრო ბრეგაძემ კობა ამირხანაშვილის ცუღლუტობის ამბავი გაიხსენა:

„ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, ღამის 3 საათი იყო, მიკროფონები დაიკარგა. როდესაც მივიდა, აღარ მახსოვს, გია ბარამიძე თუ კობა დავითაშვილი სასაუბროდ, მიკროფონები აღარ იყო. ნუ, ქალბატონი ნინო აღშფოთდა, დაიწყეს მიკროფონების ძებნა, მერე, როგორც გაირკვა, კობა ამირხანაშვილის წაღებული იყო“.

აი, ბატონი გურამ შარაძე კი კოლეგა დეპუტატების მიბაძვამ თავის დროზე ცუდ დღეში ჩააგდო. როგორც გაირკვა, ის არ სვამდა კონიაკს, ყავას და არ ეწეოდა სიგარეტს. ერთ პატივცემულ საზოგადოებაში, უფრო ზუსტად კი – პარლამენტის ბანკეტზე, სადაც უცხოელებიც იყვნენ, როგორც თავად ბატონი გურამი იხსენებდა, კარგ ტონად ითვლებოდა ამ ყველაფრის ერთად მიღება, სთხოვეს, თავი არ მოგვჭრა, ამ ერთ დღეს მაინც დაარღვიე ტრადიცია, შემოგვიერთდიო. ჰოდა, შარაძემაც „გაწირა“ თავი, მაგრამ „ვაი, შენს გურამს, ნახევარ საათში გავიშხლართე“. ოღონდ სად, შარაძეს არ დაუკონკრეტებია. ასე ძვირად დაუჯდა თავის მოჩვენება – ქართველები „სვეტსკები“ და ნამდვილი ევროპელები ვართ.

ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა ბიჭიაშვილს თავს გადახდენილი კურიოზები კოლეგა თამაზ გიორგაძეს უკავშირდება. აი, ერთი მათგანი: როდესაც ისინი ჯანდაცვის კომიტეტში ერთად მუშაობდნენ, იყო ასეთი ტრადიცია – დღესასწაულებზე „ფართებს“ აწყობდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ნანა ბიჭიაშვილმა უარი თქვა და საოჯახო საქმეები მოიმიზეზა. „დავიწყე დილას ყველაფერი ერთად, სადილს ვაკეთებ, იქ რაღაცას ვრეცხავ. რეკავს ტელეფონი: ქალბატონო ნანა, ზურაბ ჟვანიას მისაღებიდან გირეკავთ, თუ შეგიძლიათ და თუ დრო გაქვთ, ბატონ ზურაბს უნდა თქვენთან საუბარი. ნუ, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეა. ვიცვამ და სასწრაფოდ გავრბივარ. თორმეტ საათზე ვარ დაბარებული, არ შემიძლია დაგვიანება. პაემანზეც კი ადრე მივდიოდი თავის დროზე. თორმეტს აკლია ათი წუთი. ჟვანიას მისაღებში ახალგაზრდა ბიჭი ზის, მეც დავჯექი. ვფიქრობ, ნეტა სახეზე მცნობს თუ არა. გახდა 12 საათი. ეს ბიჭი არაფერს ამბობს, არც მე. ტელევიზორს ვუყურებთ. გახდა პირველის ათი წუთი. ბოლოს როგორც გაირკვა, ბატონი ზურაბი თბილისში საერთოდ არ იყო, წინა დღეს გაფრენილიყო შტატებში და ათ დღეში იქნებაო. აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებიდან არც არავის დაურეკავს.

დერეფანში მიმავალ გაბრაზებულ ნანა ბიჭიაშვილს თამაზ გიორგაძე შეხვდა, უთხრა, რაც გადახდა და სთხოვა, იქნებ მანქანით გამიყოლოო. როცა მანქანიდან გადადიოდა, მაშინ უთხრა გიორგაძემ – რომ არ წამოხვედი, წადი ახლა და აკეთე სადილები და ალაგე სახლიო.

ბატონი მამუკა არეშიძე, დაახლოებით 15 წლის წინანდელ შემთხვევას გაიხსენებს.

„1999 წელს ახალი პარლამენტი კი შემოვიდა შენობაში, მაგრამ ჩვენი კომისია კიდევ ორი წელი აგრძელებდა მუშაობას. ოთახები შეარემონტეს, გაანაწილეს და სადაც ჩვენ ვიჯექით, ის მრეწველთა ფრაქციას გადასცეს.

ერთხელაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა. მეც იქ ვიყავი და ერთ-ერთმა მრეწველმა ოთახში თავისი იმერელი ნათესავი – ახვლედიანი შემოიყვანა.

ის კაცი პირველად ყოფილა პარლამენტის შენობაში. შიგნიდან დათვალიერება უკვე მოესწრო და აღტაცებისა და გაკვირვებისგან აზრზე მოსვლა უჭირდა. შემოვიდა და ვისაც შეხედა, ყველა ცნობილი პიროვნებაა! გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის და განსაკუთრებით რომან გვენცაძის დანახვამ მთლად გადარია, – პარლამენტი თუ ასეთი ხალხით არის „გაძეძგილი“, გვეშველება და ეგააო.

– ბატონო რომან, – ეკითხება მოკრძალებით, – სულ რამდენნი ხართ პარლამენტში?

გვენცაძემ იფიქრა, – ფრაქციის წევრთა რაოდენობა აინტერესებსო და ამაყად ეუბნება:

– თხუთმეტი!

– რამდენი? – შეწუხდა კაცი. ათასის იმედი ჰქონდა.

– თხუთმეტი! რა, ცოტაა?

– ბატონო რომან, საქეიფოდ რო დავდივარ, თხუთმეტი მარტო კლარნეტისტი მომყვება…"

დღევანდელი საპარლამენტო კურიოზების მორიგი გამოშვების დასასრულს სიტყვას ბატონ ალექსანდრე შალამბერიძეს მივცემ. სამწუხაროდ ბატონი ალექსანდრე დღეს ჩვენს შორის აღარ არის.

"აღარც მახსოვს, მე და ვიტალი ხაზარაძემ რამდენჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. მოკლედ, მაგარი ნაჩხუბრები ვართ. მე, გია მეფარიშვილი, კობა დავითაშვილი და ხაზარაძე რაღაც კანონზე ვკამათობთ. მეფარიშვილი მეუბნება:

– მე, როგორც იურისტი, გეუბნები, რომ ეს ასეა.

– მე, როგორც მექანიზატორი, გეუბნები, რომ ეს ესე არაა, – ვეწინააღმდეგები.

კამათში ხაზარაძე ჩაერია და ჩემი მხარე არ დაიჭირა?! მოვრჩით საუბარს და ხაზარაძეს ვეკითხები:

 – მხარი რატომ დამიჭირე?

– ბიჭო, არავის უთხრა და მეც მექანიზატორი ვარ".

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11 თებერვალი, 2026
ზაფრანი

საუკეთესო ცოლი

09:53; 11 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ჩაცმის სტილი და ზოდიაქოს ნიშნები

09:52; 11 თებერვალი, 2026
ზაფრანი

სპეციალური დიეტა და ასტროლოგია   

09:51; 11 თებერვალი, 2026
ზაფრანი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ უფროსთან გაქვთ დაწინაურების შესაძლებლობა   

09:50; 11 თებერვალი, 2026

გურიაში პრემიერის დასახვედრად ემზადებიან _ "ოცნების" კანდიდატების მოლოდინში

11 წლიანი პატიმრობა მკვლელობისა და ცრუ მოწმეობის ბრალდებით

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო