ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, იქ სადაც ნოდარ დუმბაძე გაიზარდა, მწერლის დაბადების დღეს ზეიმობენ. ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმში ამ წუთებში უამრავი სტუმარია შეკრებილი; აქ არიან მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და თაყვანისმცემლები.
სახლმუზეუმის ეზოში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტიც იმართება.
სახლმუზეუმიდან სტუმრები ჩოხატაურის ცენტრში ნოდარ დუმბაძის სკვერში გადაინაცვლებენ, სადაც მწერლის ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ.
დღოს ბოლოს კი, კინოთეატრ "გურიაში" ჩოხატაურის სახალხო თეატრი ნოდარ დუმბაძის სპექტაკლს "სისხლის ძახილი" წარმოადგენს.