https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლომბარდისგან დაზარალებული ათობით მოქალაქე სამართალს ეძებს

16:07; 16.07.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ლომბარდის მეპატრონეს _ ნესტან ზაქრაძეს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ. "გურია ნიუსში" შემოტანილ განცხადებებში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები, თანხის გადახდის მიუხედავად, კუთვნილ ნივთებს თვეებია უკან ვერ იბრუნებენ.

_ აღარ ვიცით ვის მივმართოთ. რამდენიმე თვეა გადახდილი გვაქვს დალომბარდებული ოქროს საფასური, თუმცა ოქროს არ გვიბრუნებენ. მათ "დღეს და ხვალე" არ დაუმთავრდათ. ახლა, როცა მივდივართ, გვეუბნებიან, რომ ნუ ვისაუბრებთ ხმამაღლა, რომ პასუხი არავის არ უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა იქნება დაგვიბრუნდება და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, დაგვცინიან! ვის არ მივმართეთ _ პოლიციას, გამგებელს, მაგრამ უშედეგოდ. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს მხოლოდ, _ აღნიშნულია 22 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც "გურია ნიუსს" 8 ივლისს გამოუგზავნეს.

მსგავსი შინაარსის წერილი "გურია ნიუსში" 11 ივლისსაც შემოვიდა, რომელსაც ხელს 14 ადამიანი აწერს:

_ ლომბარდის წარმომადგენელი ქეთევან ყაჭეიშვილი ყოველდღე სხვადასხვაგვარ ტყუილს გვეუბნება: თქვენი ნივთები გზაშია, მოდით, წაიღეთ _ ასეთი შეტყობინება სამჯერ გამომიგზავნა; მივედი და არ დამხვდა. ამ სიცხეში ყოველდღე ლომბარდში გვატარებს. აღარ ვიცით ვის მივმართოთ. დაგვეხმარეთ, სანამ რამე ცუდი მოხდება, _ აღნიშნულია წერილში.

ორმა მოქალაქემ "გურია ნიუსში" დაუმოწმებელი ხელწერილიც მოიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქეთი ყაჭეიშვილი პასუხისმგებელია ნივთებზე". ამავე ხელწერილით ირკვევა, რომ ნივთები 5 ივნისს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც ყაჭეიშვილმა ხელწერილი მისცა, ოქრო დღემდე არ მიუღიათ.

დაზარალებულთა ნაწილი კი ამბობს, რომ ყაჭეიშვილმა ოქროს თანხა უკან დაუბრუნა და ლომბარდის სათაო ოფისში _ ქუთაისში, ლომბარდის მფლობელთან გაუშვა.

მოქალაქეების თქმით, ქუთაისში ჩასულებს თანხა ლომბარდში ისევ შეატანინეს, თუმცა ოქრო მაინც არ დაუბრუნეს და როგორც გვითხრეს, მას შემდეგ, ლომბარდის მეპატრონე _ ნესტან ზაქრაძე ტელეფონსაც არ პასუხობს.

ზოგიერთმა მათგანმა ისიც გაარკვია, რომ მათი კუთვნილი ნივთები გაცილებით მაღალ ფასშია დალომბარდებული, მაგრამ ვის მიერ, ამის დადგენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ჩოხატაურის პოლიციას ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართეს, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, უშედეგოდ:

_ პოლიცია არაფერს აკეთებს. ლომბარდი ისევ ღიაა, ოქროს მიღებას ისევ ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრძელებენ ადამიანების მოტყუებას. იქ ყოველდღე მიდიან ადამიანები და საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. აუცილებლად მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ რეაგირება ჰქონდეთ?! თუ ამ საქმეს ვინმემ დროზე არ მიხედა, რომელიმე გამწარებული მოქალაქე დანაშაულს ჩაიდენს და მერე ისევ სხვა გამოვა დაზარალებული, _ აღნიშნავენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შესულ საჩივრებთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა დაკითხვები მიმდინარეობს.

ქეთევან ყაჭეიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში დამნაშავე არაა, თუმცა მოქალაქეები პასუხს მას თხოვენ. მისივე თქმით, არცერთი ნივთი დაკარგული არ არის:

_ ნელ-ნელა დაიწყება ნივთების დაბრუნება; მეტს ვერაფერს გეტყვით. მე არ ვარ პასუხისმგებელი, მინდობილობაც კი არ მაქვს და ჩემი დანაშაული არაფერია. მე თანხას ვურიცხავდი ლომბარდის მეპატრონეს ნესტან ზაქრაძეს და ოქროს გამოტანა მისი პასუხისმგებლობაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაჭეიშვილმა და დეტალების გასარკვევად ზაქრაძესთან გადაგვამისამართა.

ნესტან ზაქარაძე კი ამბობს, რომ "ათიათასობით ლარი ყაჭეიშვილმა გაფლანგა და მას ამის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი აქვს":

_ მე მაქვს მისი, მისი ოჯახის წევრების ხელწერილი, რომელშიც ვალია აღიარებული. 80 000 ლარზე მეტი თანხაა. მისი უძრავ-მოძრავი ქონება ამის გამო დაყადაღებულია. ხელწერილებში გარკვევით წერია, რომ ეს თანხები ყაჭეიშვილმა მიითვისა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაქრაძემ. იგი ადასტურებს, რომ ყაჭეიშვილთან შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ის არის მატერიალური პასუხისმგებელი პირი:

_ მას მხოლოდ ბანკში არ ჰქონდა მინდობილობა. შინაგან წესზე ხელი აქვს მოწერილი, ბრძანებით არის დანიშნული და თავად არის მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი, _ ამბობს ზაქრაძე, თუმცა არაფერს ამბობს, როგორ დაუგროვდა ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელს კლიენტების ამხელა ვალი და რატომ არ მოახდინა თავად დამსაქმებელმა დროული რეაგირება.

_ ქალბატონო ნესტან, პოლიციაში 2 თვეზე მეტია საჩივარი შევიდა. თქვენ გაცილებით ადრე იყავით შექმნილი პრობლემების საქმის კურსში, თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა და ქეთევან ყაჭეიშვილი ისევ თქვენი თანამშრომელია, რაც საზოგადოებას ეჭვს უჩენს, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ის არ არის დამნაშავე…

_ მე ველოდებოდი პოლიციიდან საქმის აღძვრის დადგენილებას იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც წარდგენილია. თავადაც ბევრჯერ არის დაკითხული.

_ მოქალაქეები ხელშეკრულებას აფორმებენ თქვენთან და არა ყაჭეიშვილთან. თუკი თქვენს თანამშრომელთან პრობლემები გაქვთ, ეს მოქალაქეებზე რატომ ისახება?

_ სამწუხაროდ, ყველა მათგანს არ აქვს თანხის გადახდის ქვითარი, რადგან ისინიც მოატყუეს. ზოგიერთს თანხა სახლში მიატანინა ქეთიმ და შესაბამისად, არ არსებობს ამის დოკუმენტი. ეს არც ბაზაში ასახულა. ამ შემთხვევაში, მეწარმე, ანუ მე, არ ვარ პასუხისმგებელი. არიან კლიენტები, რომელთა დოკუმენტაციაც არ არის სრულყოფილი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ დაზარალებული არავინ იქნება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ყაჭეიშვილის ქონება დაყადაღებული მაქვს, რაც ასახულია კიდეც საჯარო რეესტრში და ველოდები პოლიციიდან დოკუმენტს, რომ საქმეს მივცე მსვლელობა.

_ მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ეს ლომბარდის აფიორაა, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით, რადგან თავადაც ხვდებოდით ადამიანებს და ნივთების დაბრუნებას პირდებოდით. მას შემდეგ კი თვეებია გასული…

_ ფინანსური კრიზისი ყველას აქვს, მაგრამ მე მაქ იმდენად კარგი მუშაობა მქონდა, ისეთი კარგი შემოსავალი მქონდა, რომ საქმის გაფუჭება და რომელიმე კლიენტის განაწყენება ნამდვილად არ მაწყობდა (!). გეთანხმებით, რამდენიმე კლიენტს შევხვდი, მათ დავუბრუნე კიდეც ნივთები. თუმცა საკმაოდ ბევრი ნივთია და ყველას საკუთარი ჯიბით ვერ გავწვდები.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ ბოლო დღეებში ყაჭეიშვილმა რამდენიმე დაზარალებულს თანხა უკან დაუბრუნა და თქვენთან გამოუშვა. ისიც გვითხრეს, რომ ოქროს ღირებულება პირადად თქვენ გადაგიხადეს, თუმცა ნივთები არ დაბრუნებიათ…

_ ჩემთან ვინც მოიტანა ფული, ნივთი ყველას დაუბრუნდა. ბოლო ორი დღე კი არ ვიყავი ქუთაისში და მხოლოდ ამის გამო ვერ მოხერხდა ოქროს დაბრუნება, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნესტან ზაქრაძემ და აღნიშნა, რომ ის ყველა კლიენტს შეხვდება და თანხის გადახდის ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, ოქროულობას ეტაპობრივად უკან დაუბრუნებს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

განათლების მინისტრი ჩოხატაურელ პედაგოგებს ხვდება

"ვიქნებით აქტიურები და გავიმარჯვებთ!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო