აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რამდენიმესაათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაგეიშვილს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.
არჩილ მამაგეიშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. მას დაახლოებით 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. დაჭრილია ასევე თავდამსხმელი, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს და მის თანმხლებ პირს ცეცხლი გაუხსნა.