შოკოლადის სიყვარული წონის შენარჩუნებაში ეხმარება, – ასეთ დასკვნამდე მივიდა ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის მედიკოსების ერთდროულად ორი ჯგუფი.
მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში 2 ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: 12-დან 17 წლამდე და 20-დან 85 წლამდე ასაკის სულ 2 400-ზე მეტი მოხალისე. მათი კვების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შოკოლადის მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის უნარს აკონტროლოს ცხიმოვანი გროვების დონე.
ის მოზარდები, ვინც რეგულარულად იღებდნენ შოკოლადს, ცხიმის შემცველობა გაცილებით დაბალი აღმოჩნდათ, როგორც მუცლის გარშემოწერილობის, ისე საერთო მაჩვენებლებითაც. რაც შეეხება ზრდასრულთა ასაკობრივ ჯგუფს, ამ შემთხვევაშიც, გაცილებით დაბალი სხეულის მასა დაფიქსირდა შოკოლადის მოყვარულებში, ვინც შოკოლადზე უარს ამბობს.
ასე რომ, მიირთვით შოკოლადი და იცოდეთ, რომ მას არამხოლოდ სიამოვნება მოაქვს თქვენთვის, არამედ – ზედმეტი წონის დაგროვებისგანაც გიცავთ.