საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრზე დაახლოებით ერთი თვის წინ ზეწოლა განხორციელდა, განხილვის საგანი გახდა.
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ჩხრეკა მარგველაშვილის ქალიშვილის მეუღლის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა.
ცნობისთვის, აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართა.
"ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრებზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა, მას კონკრეტული პირი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, არ დაუსახელებია.
მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა და სანტაჟი მიმდინარეობს.